1. პროექტის სახელწოდება: უმოკლესი მარშრუტი და მინიმალური ხარჯები.
2. პროექტის მთავარი იდეა: ავტობუსის მოძრაობის უმოკლესი მარშრუტის პოვნა და მინიმალური ხარჯები.
3. პროექტის აქტუალობა: დავადგენთ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავტობუსმა უმოკლესი მარშრუტი გაიაროს, დროულად და ნაკლები დანახარჯებით. მოსწავლეებს დაეხმარება გაზომვების პრაქტიკულ შესრულებაში. მონაცემების მოპოვებასა და ცხრილების თვალსაჩინოდ წარმოდგენაში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისწავლიან კვლევას,დაკვირვებას, გაზომვას, გამოთვლებს, დასკვნის გაკეთებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან კვლევას, გაზომვას, გამოთვლებს, დასკვნის გაკეთებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ადამიანური რესურსი: ბავშვები, მძღოლი, მასწავლებელი.
ნახაზები, მონაცემებისთვის ცხრილები, საათი, ავტობუსი, რუკა.
9. პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა- თემის შერჩევა- დაფაზე ვწერ რამდენიმე პროექტს: ,,პროპორცია სამზარეულოში“, ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ,,უმოკლესი მარშრუტი და მინიმალური ხარჯები“.
II აქტივობა- მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას: ,,უმოკლესი მარშრუტი და მინიმალური ხარჯები“.
III აქტივობა- მოსწავლეებს სკოლაში დაუნიშნეს ავტობუსი, რათა შორი მანძილიდან დროულად და მინიმალური ხარჯებით მოხდეს ბავშვების გადმოყვანა.
1. როგორ და რით უნდა გავზომოთ გზა?
2. როგორ შევარჩიოთ უმოკლესი მარშრუტი?
3. თუ პრობლემა გამოიკვეთა ვისთან დავსვამთ ამ საკითხს?
4. როგორ გამოვიყენებთ მას პრაქტიკულ ცხოვრებაში.
IV აქტივობა- კლასს დავყოფ ჯგუფებად შერჩევის მეთოდით.
V აქტივობა- პროექტის გეგმის შემუშავება. ჯგუფების წევრთა შორის ფუნქციების განაწილება. მანძილის გაზომვების შესრულება. გამოთვლების ჩატარება.
VI აქტივობა - შედეგების შეფასება.
კრიტერიუმები
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა გააცნობიერა მიზანი
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა გეგმა ვერ შეადგინა
|
ჯგუფმა გეგმა შეადგინა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
|
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა
|
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
ჯგუფი არ იყო ორგანიზებული
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
|
ფუნქციები არ იყო განაწილებული
|
ჯგუფის რამდენიმე წევრი იყო აქტიური
|
ჯგუფის წევრების უმრავლესობა აქტიური იყო
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური და ნაყოფიერი იყო
|
ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
|
ჯგუფის წევრებს შორის დაძაბული სიტუაცია იყო
|
ჯგუფის წევრებს შორის პოზიტიური ურთიერტობები იყო
|
ჯგუფის წევრებს შორის საქმიანი ურთიერთობები იყო
|
ჯგუფის წევრებს შორის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა იყო
|
VII აქტივობა - შედეგების პრეზენტაცია, აზრთა შეჯერება, დასკვნის გამოტანა. მსჯელობა, ხომ არ მოქმედებს სხვა ფაქტორები დასახულ მიზანზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პასუხობს შემდეგ სტანდარტებს;
მ.VII .2. სხვადასხვა ხერხით ასრულებს მოქმედებებს რაციონალურ რიცხვებზე;
მ. VII.14. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს;
მ.VII. 16. აკეთებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას და ანალიზს ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გოგოლა მგელაძე
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gogolamgeladze.blogspot.com
No comments:
Post a Comment